ირინა შეიკი ბრედლი კუპერის სახლში აღარ ცხოვრობს!

    ირინა შეიკი საცხოვრებლად საკუთარ სახლში გადავიდა. აქამდე ის 2 წლის ქალიშვილთან ერთად ლოს ანჯელესში, ბრედლი კუპერის სახლში ცხოვრობდა (სახლი ბრედლიმ 6.55 მილიონ დოლარად შეიძინა).

    წყაროს ინფორმაციით, “მათ შორის ურთიერთობა რამდენიმე თვეა რაც დაიძაბა და ირინამ გადაწყვიტა, რომ ცალ-ცალკე ცხოვრება ორივესთვის უმჯობესი იქნება.”

    ჯერჯერობით არც ერთს ამაზე განცხადება არ გაუკეთებია. არავინ იცის მათი დაშორება დაკავშირებულია თუ არა ბრედისა და ლედი გაგას ლეგენდარულ დუეტთან და “ქიმიასთან”, რომელმაც ოსკარების დაჯილდოვების საღამოს მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი