ირინა შეიკი Burberry -სთვის პოზირებს

    34 წლის რუსი მოდელის, ირინა შეიკის გამოჩენა ცნობილი ბრენდების გადაღებებზე დღეს უკვე აღარავის უკვირს.

    სუპერმოდელმა ამჯერად ბრიტანული ბრენდის, Burberry -სთვის იპოზიორა. ფოტოები ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, რიკარდო ტიშმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განათავსა.

    ირინამ ფოტოსესიისთვის ტყავის თრენჩი, Lolabag -ის ჩანთა და Bubblegum სტილის ვარდისფერი კაბა მოირგო. ფოტოები ბრენდის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა. მოდელი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი