ირინა შეიკი ოჯახთან ერთად იბიცაზე ისვენებს

    ახლა უკვე მარტოხელა დედა, ირინა შეიკი შვილთან, ლეა კუპერთან და დედასთან, ოლგასთან შეიხისლამოვასთან ერთად იბიცაზე ისვენებს და დროს შესანიშნავად ატარებს.

    ცოტა ხნის წინ, პაპარაცემბმა ის სალათისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი დაავიქსირეს. მისი ქალიშვილი, ლეა კი Burberry-ს ბრენდის საცურაო კოსტიუმსა და ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. ირინა არაჩვეულებრივ ფორმაშია და არც იდეალური ფორმების დემონსტრირებას აერიდება.

    შეგახსენებთ, რომ ირინა და ბრედლი ერთმანეთს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ. მათ პატარა ლეაზე პასუხისმგებლობა თანაბრაად გაინაწილეს. სავარაუდოდ, სულ მალე ლეა ბრედლისთან ერთადაც წავა დასასვენებლად.

    რაც შეეხება ირინას პირად ცხოვრებას, ის ჯერ ახალი ურთიერთობებისთვის მზად არ არის.

    ბრედლისთან დაშორების შემდეგ ირინას კომენტარი იხილეთ ჩვენს სტატიაში.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი