ირინა შეიკისა და კაილი ჯენერის “კარანტინის ლუქი”

    Covid 19 უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ ცხოვრების რიტმზე და გარეგნობაზეც კი. ინტერნეტში უკვე გავრცელდა სტატიები, სადაც “კარანტინის ლუქებს” მოდის ჭრილში აქტიურად განიხილავენ.

    ვარსკვლავები ხშირად ჩნდებიან ქუჩაში პირბადეებით, ან კარანტინში გადაღებულ ფოტოებს აზიარებენ. შემდეგ მათ გარეგნობას მთელი მსოფლიო განიხილავს, ამიტომ ცდილობენ მოდურები და გამორჩეულები იყვნენ. ამჯერად, განხილვის თემა ირინა შეიკის ჩაცმულობა გახდა. ის მანჰეტენზე შავი დუტის ქურთუკით, Moschino-ს კომბინიზონით და Bottega Veneta-ს ფეხსაცმელებით გამოჩნდა. სუპერმოდელს სახეზზე მწვანე შარფი ჰქონდა აფარებული.

    კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელზეც ხალხი ალაპარაკდა, კაილი ჯენერია. კაილი ამჯერად ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. მან ინსტაგრამზე ფოტო გააზიარა, სადაც მას ბუნებრივი, ყავისფერი თმა აქვს, წინა ნაწილი კი შედარებით ღია ფრად აქვს შეღებილი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი