ირის ვლოგის თემა ამჯერად განსაკუთრებულია, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. წითელი ჩრდილები და წითელი, ბრჭყვიალა ტუჩსაცხი საღამოს ნამდვილ ვარსკვლავად გაქცევთ. ირი მოგიყვებათ, თუ რომელი პროდუქტები გამოიყენა და როგორ მიიღო ეს შედეგი.
ირის ვლოგს კაფე “მრგვალი ბაღი” მასპინძლობდა. მისმა ორანჟერეამ, უგემრიელესმა სამზარეულომ და საფირმო ლიმონათმა უპირობოდ დაიპყრო ირის გული.












