ივნისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი

    ივნისი ვერძებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატების ენერგიებით სავსე თვეა. ეს ენერგიები თქვენ გარშემოა, უბრალოდ შეეცადეთ იგრძნოთ. ყური დაუგდეთ თქვენს შინაგან ხმას, აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და გახდით თვითდასაქმებული. თუ ნამდვილად მოინდომებთ რაიმეს, აუცილებლად გაკეთებთ.

    კურო

    უარი თქვით წარუმატებელ ურთიერთობებსა და სიტუაციებზე, გამოდით ჩიხიდან და მიიღეთ ახალი გამოწვევები. თქვენ ხართ ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც აქვს ამის ძალა და გამოიყენეთ ის. შემოუშვით თქვენში ახალი, სუფთა ენერგია და ემოციები.

    ტყუპები

    “უნივერსალური” თქვენი მეორე სახელი უნდა იყოს, რადგან თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, წარმატებული იყოთ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით და იდეალურად აკეთოთ ერთმანეთისგან განსხვავებული საქმეები. ამ თვეში სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. ნუ შეშინდებით, რადგან თქვენ გაქვთ იდეალური ადაპტაციის უნარი და აკონტროლებთ ყველაფერს. ნიბისმიერი სასიამოვნო ცვლილება კი თქვენი ინიცირებულია (ზოგი გაუაზრებლად, ზოგიც კი გააზრებულად).

    კირჩხიბი

    როგორც არ უნდა ეცადოთ, თომ თქვენს პირად ცხოვრებას სხვა მიმართულება მისცეთ, ის მაინც თავის გზით წავა. კარგი სიახლეებიც გექნებათ და ცუდიც, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლოა აზრი შეგეცვალოთ ადამიანებზე და ფაქტებზე, რომლებზეც ადრე ნეგატიური დამოკიდებულება გქონდათ. რაც ადრე კარგი გეჩვენებოდათ კი, პირიქით, არც ისე კარგი აღმოჩნდეს. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის.

    ლომი

    სწავლისა და სიახლეების თქვე გაქვთ. დაჯავშნეთ რაიმე კურსი, გაიარეთ ტრენინგი. იფიქრეთ სწავლაზე, ახალი შესაძლებლობებისა და გამოცდილების მიღბაზე. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მიიღეთ გადაწყვეტილება და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. შესაძლოა დაგაწინაურონ ან სრულიად ახალ საქმიანობას მიჰყოთ ხელი. ივნისში დაწყებული საქმე წარმატებას მოგიტანთ.

    ქალწული

    შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა განახორციელოთ ცვლილებები. როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება… და თუ ეს კარი არ იხურება, თავად მოგიწევთ ამის გაკეთება. გადაახალისეთ ცხოვრება, გადაახარისხეთ ადამიანები და ურთიერთობები. შემოუშვით თქვენში ახალი ენერგია! ამას კი ახალი ნაცნობობით, ახალი ურთიერთობებით, ახალი ადგილების მონახულებით ან თუნდაც, სამუშაო ადგილის შეცვლით შეძელბთ.

    სასწორი

    ეს თვე კარგია სტრატეგიული მიდგომებისთვის, როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში ახლა უამრავი სიახლე და შესაძლებლობა გამოჩნდება. ჭკვიანურად მიუდექით ყველაფერს და “იჟონგლიორეთ.” აკონტროლეთ სიტუაცია, იყავით “ბოსი.” აიღეთ პროექტები რომლებიც მოგწონთ და აკეთეთ ისე, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ. მზად იყავით ცვლილებებისთვის, მალე თქვენი ცხოვრება შეიცვლება.

    მორიელი

    თქვენი ცხოვრება და ურთიერთობები ამ თვეში ამერიკულ მთებს დაემსგავსება. მწვერვალებიდან მოულოდნელი დაშვებით და შემდეგ ისევ მწვერვალებზე ასვლით. ვისაც ყველაზე ახლობლად თვლიდით შესაძლოა გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან და პირიქით, ვისზეც აღარ ფიქრობდით, მოულოდნელად გამოჩნდეს. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდება და ვერაფერს იზავთ. გირჩევთ, პატარა წვეულება გააკეთოთ და დრო გაატაროთ საყვარელი მეგობრების გარემოცვაში.

    მშვილდოსანი

    მოგზაურობისას და თავგადასავლებისას სიმართლეს, სინათლეს და სიყვარულს იპოვით. აუცილებლად წადით სამოგზაუროდ, თუნდაც სადმე ახლოს. არ შეუშინდეთ გამოწვევებს, მოინახულეთ ახალი ადგილები და გააკეთეთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. შეიძინეთ ახალი ნაცნობები და შესაძლოა ნამდვილი სიყვარულიც იპოვოთ.

    თხის რქა

    დიდი ხანია თავს გრძნობთ არაკომფორტულად და ხართ სიტუაციაში, რომელიც ძალას გაცლით. დიდი ხანია არ ხართ ისე, როგორც გინდათ რომ იყოთ და ზოგჯერ უსამართლობის მსხვერპლიც კი ხართ. მოიშორეთ ენერგოვამპირები, რომლებიც მთელს ენერგიას გართმევენ, დაასრულეთ ურთიერთობები, რომლებიც თავს ბედნიერად არ გაგრძნობინებენ და ტვირთივით გაწევთ გულზე. ერთხელ და სამუდამოდ, გადაწყვიტეთ რისი გაკეთება გინდათ და უბრალოდ გააკეთეთ! მალე ყველაფერი პოზიტიურად შეიცვლება.

    მერწყული

    სიახლეები კარზე მოგიკაკუნებთ და ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე გიოცნებიათ. დაბრკოლებები და ნაკლოვანებები გაქრებიან, ბევრი საკითხი გადაწყდება და პრობლემები გაქრება. განათლების მიმართულებით წარმატებებს ელოდეთ და გაშლილი ხელებით დახვდით სიახლეებს და ახალ შესაძლებლობებს!

    თევზები

    ამ თვეში თქვენ მიმართ ყველა გეთილგანწყობილი იქნება და მზად იქნებიან დაგეხმარონ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. სთხოვეთ გარშემომყოფებს დახმარება და ჰკითხეთ აზრი. ეს მათ გააბედნიერებს, თქვენ კი სარგებელს მოგიტანთ. იმაზე მეტ სარგებლესაც კი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი