ჰოლისტიკური მიდგომა სილამაზისადმი-ლოქსიტანის უნიკალური არტიშოკის ხაზი: შინაგანი და გარეგანი სილამაზისთვის.

    მოგესალმებით ჩემი მომდევნო ბლოგ-პოსტით, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო თემას მინდა, მივუძღვნა. 

    შემოდგომის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა კანზე, ფიგურასა და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 

    ამ ბლოგით იმ ჯადოსნურ ელექსირს გაგაცნობთ, რომელიც ამ სამივე საზრუნავის ერთი უნიკალური საშუალებით გადაწყვეტას გთავაზობთ.

    კანისა და სხეულის გარეგანი მოვლა, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში – არასაკმარისი. იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ვიყოთ ჯანმრთელები, ხალისიანები, ხოლო კანი და ფიგურა გვქონდეს საუკეთესო მდგომარეობაში, უმნიშვნელოვანესია, გარეგნულთან ერთად, შინაგანადაც ვიზრუნოთ ორგანიზმზე და ხარისხიანი საკვები დანამატების ჩართვაც არ დაგვავიწყდეს ჩვენს ყოვედღიურ რუტინაში. 

    მაშ ასე, წარმოგიდგენთ L’Occitane- ის Artichoke Lightness Elixir, პროვანსულ, უმაღლესი ხარისხის, სრულიად ნატურალურ და სუპერეფექტურ საკვებ დანამატს – სილამაზის ელექსირს, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენი ჯანმრთელობასა და სილამაზეში. 

    არტიშოკის ელექსირი ფხვნილის სახითაა წარმოდგენილი. მიღების წესი საკმაოდ მარტივია: ერთ ჩაის კოვზ ფხვნილს გახსნით 1 ჭიქა თქვენთვის საყვარელ სასმელში და მიიღებთ დღეში ერთხელ. შესაძლებელია 1 ჩაის კოვზი ფხვნილი 1 ლიტრ წყალში გაიხსნას და მთელი დღის განმავლბაში ნელ-ნელა სვათ.  კურსი ერთ თვეს მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგაც აუცილებლად შენიშნავთ თქვენთვის ასე სასურველ ეფექტს. 

    100% ბუნებრივი, მცენარეული ინგრედიენტებით დაკომპლექტებული ეს საკვები დანამატი შიგნიდან სიღრმისეულად გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. ლიმნის სასიამოვნო არომატის მქონე ელექსირი აადვილებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესს, ხსნის სხეულის შეშუპებას და ამცირებს მასში წყლის შეკავებას, აძლიერებს არტიშოკის ყველა სპექტრის ეფექტს, რომელიც აუცილებლად აისახება თქვენს კანსა და სხეულზე. 

    აბსოლუტურად ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი საკვები დანამატი გამდიდრებულია არტიშოკის ექსტრაქტით, რომელიც არაჩვეულებრივია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნაწლავების კომფორტისთვის. ელექსირში შემავალი ცერეცოს წყალობით, ის აუმჯობესებს თირკმელების ფუნციონირებას და იძლევა ორგანიზმის სრული დეტოქსის საშუალებას – მაქსიმალურად გამოჰყავს სხეულიდან ტოქსინები. ოროვანდის მცენარეული ბოჭკოები კი სხეულიდან ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, ხსნის შეშუპებას და ორგანიზმს ზედმეტი მავნე სითხისგან ცლის, ახდენს შესანიშნავ ლიმფოდრენაჟს. 

    ლოქსიტანის არტიშოკის ხაზის  კონცეფცია ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ორგანიზმი აღიქმება, როგორც სხეულის, კანის და გონების ერთიანი ეკოსისტემა. ამ კონცეფციის თანახმად, ჯანმრთელობის და ჩვენს გარეგნულ ვიზუალთან ჰარმონიის მისაღწევად, აუცილებელია სამივე მიმართულებით ზრუნვა. ამ მიდგომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოქმედი გმირი უკვე გაგაცანით, ახლა კი, გარეგნული სილამაზის შინაგან სიჯანსაღესთან ჰარმონიზების მიზნით, მინდა, შემოგთავაზოთ არტიშოკის კიდევ ორი არაჩვეულებრივი პროდუქტი, რომელიც თქვენი სხეულისა და კანის ვიზუალის სრულყოფაზე იზრუნებს. 

    არტიშოკის ARTICHOKE  WARMING BODY SCRUB სკრაბის აქტიური, კომპლექსური მოხმარებით სხეულის კანის ეპიდერმისი თავისუფლდება ზედაპირული მკვდარი უჯრედებისგან, სიღრმისეულად სუფთავდება და ამგვარად ხდება ეპიდერმისის უჯრედული განახლების პროცესის წახალისება.  არტიშოკის სკრაბით სხეულის დამასაჟების ხარჯზე აქტიურდება ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესი და მიკროცირკულაცია, მნიშვნელოვნად მცირდება წყლის ორგანიზმში შეკავების პროცესი, შესაბამისად, სხეული ლიმფოდრენაჟდება და იხსნება შეშუპების პრობლემა, რაც ბევრ ჩვენგანს, დაძაბული ცხოვრებისეული რეჟიმის გამო, საკმაოდ აწუხებს. 

    სხეულის დეტოქს-რუტინის მომდევნო ეტაპი უკვე არტიშოკის მასაჟის კრემით ARTICHOKE MASSAGE CREAM სხეულის დამუშავებაა. ეფექტი, რომელსაც არტიშოკის მასაჟის კრემის სულ რამდენიმე გამოყენებაში თვალნათლივ დაინახავთ, აუცილებლად გაგაოცებთ და გაგახარებთ: ნელ-ნელა შემცირდება სხეულზე  ცელულიტის კერები, კანი სრულყოფილად დატენიანდება, შესამჩნევად გაგლუვდება და გახდება საოცრად ფაფუკი და ნაზი, მისი ფორთოხლისებრი რელიეფი კი წარსულში დარჩება, სხეულის კონტური სასიამოვნოდ გამოიკვეთება. 

    აი, სწორედ ასეთია არტიშოკის ჯადოსნური ელექსირის ფხვნილისა და სხეულის მოვლის შესანიშნავი დუეტისგან შემდგარი ტრანსფორმაციის ფორმულა, რომელიც ჯანმრთელობას და ასევე, კანისა და სხეულის  სილამაზეს ერთად მოგანიჭებთ. 

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი