ჯანსაღი კვების რეცეპტები – ღვიძლი პიკანტური სოუსით

    წინა პოსტში ჰემოგლობინის აწევასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვისაუბრეთ. ამიტომ, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო კერძი – საქონლის (ან ღორის) ღვიძლი პიკანტური სოუსით:

    ღვიძლი გავრეცხოთ, გავწმინდოთ აპკებისგან, დავჭრათ, დავასხათ ცოტა რძე და ნახევარი საათით გავაჩეროთ (ასე უფრო ნაზი გამოვა). შემდეგ რძე გადავასხათ, კიდევ გავრეცხოთ ღვიძლის ნაჭრები , გავაშროთ, წავუსვათ წიწაკა, მარილი და დავდოთ მშრალ, ცხელ ტაფაზე. საშუალო ცეცხლზე შევწვათ ორივე მხრიდან.

    სოუსი: ზეითუნის ზეთი + ბალზამიკო + წიწაკა

    გავრეცხოთ ისპანახი და რუკოლუ. გავაშროთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვასხათ სოუსი, დავაწყოთ შემწვარი ღვიძლი, ისევ მოვასხათ სოუსი და ზემოდან მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.

    და ის მზად არის, გემრიელად მიირთვით!

    თქვენი მარი მილორავა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი