ჯანსაღი კვების რეცეპტები: ,,ქებათა ქება საუზმეს”

    ცილოვანი საკვების მოყვარულებისთვის დიეტური რეკომენდაციის გათვალისწინებით კარგია საუზმის უმთავრესი 3 ვარიანტი:

    –კვერცხის კერძები
    – ხაჭოს კერძები
    – მსხვილმარცვლოვანი პურის ბუტერბროდები

    დღეს განვიხილოთ პირველი – კვერცხის კერძები:

    დილით, ერბოკვერცხი შეგვიძლია სხვადასხვა ბოსტნეულის დამატებით მოვამზადოთ, რაც მის სასარგებლო თვისებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

    🔶 ომლეტი ბოსტნეულით
    ზეთზე მოვთუშოთ ხახვი, დავაყაროთ წვრილად ან მრგვალად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მწვანე ბარდა, ცოტა პომიდორი, ოხრახუში (ვისაც პიკანტური გემო უყვარს, შეიძლება ნიორი და ქინძი) და დავასხათ ათქვეფილი კვერცხი (თუ ცოტა რძეს ჩავამატებთ, უფრო ფუმფულა გამოვა). შევწვათ ნელ ცეცხლზე თავდახურული.

    კვერცხი, გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად მოსამზადებელი პროდუქტია და კარგად ანაყრებს, სავსეა ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილებით და ამინომჟავებით. ეს ნივთიერებები ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს მხედველობას, მაღლა წევს იმუნიტეტს.

    გემრიელად დაიწყეთ დღე!
    თქვენი მარი მილორავა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი