ჯასტინ ბიბერი დიდი სცენიდან მიდის!

    როგორც ჩანს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მომღერალს გარკვეული პერიოდით დასვენება სჭირდება. როგორც თავად განაცხადა, წინა ტურნეს დროს ბედნიერი არ ყოფილა და სურს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ოჯახზე და მამობაზე მოახდინოს ფოკუსირება (ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შვილი უნდა).
    ბევრის აზრით ჯასტინი ქორწინების შემდეგ დეპრესიული გახდა. პრობლემების გადალახვაში კი საყვარელი მეუღლე ეხმარება, რომელსაც მან საჯაროდ მადლობაც კი გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბიბერმა ჰეილის 8.5 მილიონად შეფასებული სახლი უყიდა, სადაც ისინი ძაღლთან ერთად იცხოვრებენ.
    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი