ჯასტინ ბიბერმა მეუღლეს 8.5 მილიონად შეფასებული სახლი უყიდა!

    როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, ჯასტინ ბიბერს ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი აქვს – ის დეპრესიას ებრძვის. ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა მეუღლეს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან გაუმართლა რომ ჰეილის შეხვდა.

    ამის პარალელურად, ჯასტიმა  მეუღლეს ბევერლი ჰილსზე 8.5 მილიონ დოლარად შეფასებული ულამაზესი სახლი უყიდა (მანამდე, ლოს ანჯელესში ყოფნისას ისინი სასტუმრო Montage Hotel-ში ჩერდებოდნენ ხოლმე).

    მათი ახალი სახლი (1930s Monterey Colonial) ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის დიზაინერმა, ჩარლზ ინფანტემ განაახლა. სახლში კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, ღვინის მარანი, ბარი, 5 საძინებელი და 7 აბაზანაა. აქვს ზეთისხილის ხეებით გაფორმებული ულამაზესი ეზო და რა თქმა უნდა, საცურაო აუზი.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი