ჯასტინ თიმბერლეიკი მეუღლეს ღალატობს?!

    38 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ჯასტინ თიმბერლეიკი პაპარაცებმა მსახიობ ალიშა ვაინვრაითთან ერთად დააფიქსირეს. პაპარაცების ობიექტივს არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ მას თითზე საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა და მსახიობთან ხელჩაკიდებული იჯდა. ისინი ნიუ ორლეანის ბარის აივანზე ვახშმობდნენ, რა დროსაც ალიშა ჯასტინს ფეხზე შეეხო.

    სანდო წყაროს ინფორმაციით, ეს ფაქტი არაფრის მთქმელია და საგანგაშო არაფერია. ჯასტინი და ალიშა მხოლოდ თანამშრომლობენ ფილმში Palmer.

    შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მომღერალი ჯასტინ თიმბერლეიკი 2012 წლიდან დაქორწინებულია ჯესიკა ბილზე. მათ საერთო შვილიც ჰყავთ.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი