ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საყვარელ სტილს არ ღალატობენ

    მაისის ბოლოს, ამერიკელები მემორიალურ დღესთან დაკავშირებულ ვიქენდს აღნიშნავენ. უქმეებს ყველა თავისებურად ატარებს. ჰეილიმ და ჯასტინმა კი გადაწყვიტეს ეშოპინგათ და ბევერლი ჰილსის მაღაზიებში ნამდვილი შოპინგ მარათონი მოაწყვეს. ვარსკვლავური წყვილის ქუჩაში გამოჩენა არავის გამოპარვია, მით უმეტეს პაპარაცებს. ბიბერები ტრადიციულად, დიდი ზომის ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. ჯასტინმა ყვითელი ქუდი, ნაცრისფერი ჰუდი და ჯინსები მოირგო, ჰეილის კი შავი ჰუდი და შავი სპორტული შარვალი ეცვა.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჯასტინი დეპრესიით იტანჯებოდა. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მძიმე წუთებში მეუღლე გვერდიდან არ შორდებოდა. მოგვიანებით მან ჰეილის 8.5 მილიონიანი სახლი უყიდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი