ჯეილოს მონაწილეობით მალე ახალი რომანტიული კომედია გამოვა

    ჯენიფერ ლოპესი ოუენ ვილსონთან ერთად რომანტიულ კომედიას უბრუნდება. წყვილი ერთად ითამაშებს ფილმში ,,ცოლად გამომყევი.“ ეს არის ამბავი ორ უცხო ადამიანზე, რომლებიც მხოლოდ ქორწინების შემდეგ იცნობენ ერთმანეთს. ბობი კროსბის რომანის მიხედვით, ეს არის ,,თანამედროვე სიყვარულის ისტორია ცნობილ ადამიანებზე, ქორწინებასა და სოციალურ ქსელებზე.“ ფილმში ასევე მონაწილეობს, ლათინო-ამერიკელი მომღერალი მალუმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისთვის დებიუტია.

    ფილმი ,,ცოლად გამომყევი“ თავდაპირველად 12 თებერვალს, ვალენტინობას უნდა გამოსულიყო, მაგრამ პრემიერა გადაიდო და 2021 წლის 14 მაისს გაიმართება. როგორც Universal Pictures იუწყება, ფილმი ჯენიფერისა და მალუმას მიერ შესრულებული ორიგინალური ტრეკებით გაფორმდება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი