ჯეისონ მომოა “სამეფო კარის თამაშებმა” უფულოდ დატოვა

    ემილია კლარკთან ერთად, “სამეფო კარის თამაშებში” შესრულებული როლით ჯეისონ მომოამ ნამდვილად მოახერხა მაყურებლის მოხიბვლა. თუმცა, როგორც მსახიობი ამბობს, “ეს პოპულარობა მის საბანკო ანგარიშს არ შესტყობია.”

    მან გულწრფელად ისაუბრა იმ ფინანსურ პრობლემებზე, რომელიც შოუს გამოსვლის შემდეგ განიცადა. ,,სამეფო კარის თამაშების შემდეგ მშივრები ვიყავით, სამსახური ვერ ვიპოვნე. ძალიან რთულია, როდესაც შვილები გყავს და მთლიანად ვალში ხარ” – გულწრფელად განაცხადა 41 წლის მსახიობმა. მომოას ფინანსური მდგომარეობა, 2016 წელს, ფილმ ,,აქუამენის“ გამოსვლის შემდეგ გაუმჯობესდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი