ჯენიფერ ენისტონი სამსახურში ოთხფეხა მეგობართან ერთად მივიდა

    „გოგონების საუკეთესო მეგობარი“  – ასე აღწერს 50 წლის ამერიკელი ვარსკვლავი საკუთარ ძაღლს, რომელიც The Morning Shows გადასაღებ მოედანზე წაიყვანა.

    ჯენიფერ ენისტონი ცხოველების მოყვარულია. ვარსკვლავმა ძაღლთან ერთად გადაღებული კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯასტინ ტეროქსმა დააკომენტარა „Clydeooo.”  ფუმფულა ოთხფეხა მეგობარს  კლაიდი ჰქვია და ის უკვე ინსტაგრამის ვარსკვლავია.

    წარსულში ჯენიფერს ქათმების ფერმა ჰქონდა, სადაც მათ უვლიდა. როგორც ჩანს, 50 წლის ვარსკვლავს ცხოველებთან და შინაურ ფრინველებთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს.

    სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. ჯენს ამჯერად ყვავილებიანი, მოკლე ვარდისფერი კაბა და კრემისფერი ფეხსაცმელი ამშვენებდა.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი