მას შემდეგ, რაც ჯენიფერ გარნერმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, ხალხი მისი შესაძლო ორსულობის შესახებ ალაპარაკდა. ფოტოზე ჯენიფერს დიდი გოგრა უჭირავს, რომელშიც პატარა გოგრაა მოთავსებული. მოგვიანებით, ჯენიფერმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ჭორი უარყო.
,,მე 48 წლის ვარ, მყავს სამი ჯანმრთელი შვილი და არ ვარ ორსულად და არც ვაპირებ მეოთხე შვილის გაჩენას“-განმარტა მსახიობმა.














