ჯენიფერ ლოპესის 200 000 დოლარიანი ლუქი

    ჯენიფერ ლოპესის ცხოვრებაში საკმაოდ დატვირთული პერიოდია – ნიშნობა, ახალი ფილმის გადაღებები და ა.შ. იგი სულ ყურადღებისც ცენტრშია. პაპარაცებს და მოდის მოყვარულებს არც მისი ძვირადღირებული ლუქი გამორჩენიათ.
    რამდენიმე დღის წინ ჯენიფერი ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს. ინტერნეტ გამოცემა GLAMOUR-ის ინფორმაციით, მისი ლუქის ღირებულება ჯამში 200 000 დოლარამდე იყო. აქედან: Vince -ს ქურთუკი, რომელიც მომღერალს ეცვა, 750 დოლარი ღირს. Alexander McQueen -ის კედები 450$. მისი ჩანთა კი 100 000 დოლარზე მეტი ღირს. ლუქის მთავარი ატრიბუტი სათვალეა! 100 000 დოლარიან ჩანთას და სხვა ძვირადღირებულ ნივთებს მომღერალმა 60 დოლარიანი სათვალე შეუხამა!
    როგორც აღმოჩნდა, მას ძალიან უყვარს Quay და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის სახეს ყველაზე მეტად სწორედ ამ ბრენდის აქსესუარი უხდება.
    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი