ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ქორწილი ოფიციალურად გადაიდო!

    ჯენიფერ ლოპესი და ყოფილი ათლეტი, ალექს როდრიგესი საოცნებო ქორწილს თვეების განმავლობაში გეგმავდნენ. ცერემონია იტალიაში, ზაფხულის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სტუმრების უსაფრთხოების მიზნით, წყვილმა ქორწილი გადადო.

    წყაროს ინფორმაციით, “ამ თემაზე დიდხანს მსჯელობდნენ, თუმცა ქორწილის გადადება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. მათ უკვე შეატყობინეს ყველა სტუმარს, რომ ზაფხულის ბოლოს ქორწლი არ იქნება.”

    “ალექსი და ჯენიფერი უკვე არჩევენ ქორწილის ახალ თარიღს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი თავს ბედნიერაად გრძნობენ და ცერემონიის ჩატარების დროს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი