ჯენიფერ ლოპესმა Versace-ს ჩვენება თავისი საკულტო ლუქით დახურა!

    ლურჯ და მწვანე ფერებში გადაწყვეტილი გამომწვევი კაბა დონატელა ვერსაჩემ 1999 წლის ჩვენებაზე წარმოადგინა, წლების წინ სწორედ ამ ლუქით დახურა ჩვენება ემბერ ვალეტამ. მოგვიანებით, ზუსტად ეს კაბა ეცვა ჯენიფერ ლოპესს გრემის დაჯილდოებაზე (2000 წელს) და მის სავიზიტო ბარათადაც იქცა.

    ზუსტად 20 წლის შემდეგ, Versace-ს ჩვენება ამ კაბით თავად ჯეი ლომ დახურა. ეს სამოსი ლეგენდარული მოდის სახლის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნაწილია. 50 წლის მომღერალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  წლები მხოლოდ ციფრებია და იდეალურად მოირგო კაბა, რომლითაც 20 წლის წინ მსოფლიო აალაპარაკა.

    ავტორი: ნათია აბრამიშვილი

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი