ჯენიფერ ლოურენსი დაინიშნა!

    ცოტან ხნის წინ, ჯენიფერ ლოურენსი ნიუ-იორკში შენიშნეს, მის თითზე მასიური ნიშნობის ბეჭედიც არავის გამორჩენია. 28 წლის ულამაზესმა ოსკაროსანმა მსახიობმა დაადასტურა, რომ დაინიშნა. მისი რჩეული ქუკ მარონია (Cooke Maroney).

    მსახიობის რჩეული 34 წლისაა. იგი ვერმონტში გაიზარდა, სადაც მის მშობლებს ფერმა აქვთ. თუმცა, ქუკმა სხვა გზა აირჩია – მან ნიუ იორკის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და არტ დილერი გახდა. იგი ამჟამად “ნიუ იორკის გლადსტონის გალერეის” დირექტორია (New York’s Gladstone Gallery).

    ჯენიფერი და ქუკი ერთმანეთს საერთო მეგობარმა, ლაურა სიმპსონმა გააცნო (რომელთანაც ჯენიფერს 12 წლიანი მეგობრობა აკავშირებს). ისინი გასული ივნისიდან ხვდებიან, თუმცა მხოლოდ რამდენჯერმე შენიშნეს ერთად, როდესაც პარიზსა და რომში ისვენებდნენ.

    ჯენიფერ ლოურენსს ნიშნობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუმხელია, თუმცა ყველა მოუთმენლად ელის მის ქორწილს.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი