ჯენიფერ ენისტონმა People’s Icon Award-ის ჯილდო მოიპოვა !

    ‘’ხალხის ხატი’’ – მაყურებელი სწორედ ასე მიმართავს ამერიკელ მსახიობს, ჯენიფერ ენისტონს, რომელმაც People’s Choice Award -ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე  People’s Icon Award – ის ჯილდო მოიპოვა.

    50 წლის მსახიობი ემოციური სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა  ერთგულ მაყურებლებსა და ფანებს, რომლებიც წლების მანძილზე მის ფილმებს უყურებდნენ. სიტყვით გამოსვლის დროს, ჯენმა სერიალ ‘’მეგობრებს’’ ცხოვრების საჩუქარი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი სიხარული, რადგან იგი ყველაზე მაგარ მსახიობებთან ერთად თამაშობდა.

    ცოტა ხნის წინ, მსახიობმა ინსტაგრამის ექაუნთი შექმნა, სადაც სულ რაღაც რამდენიმე საათში ფოლოვერების რეკორდული რაოდენობა დააგროვა.  ჯენს ინსტაგრამზე 19 მილიონი ფოლოვერი ჰყავს, რითიც გინესის რეკორდების ჩამონათვალშიც მოხვდა.

    ‘’Men’s Health’’ – ის შეფასებით, ენისტონი ყველა დროის ყველაზე სექსუალურ ქალადაა აღიარებული.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი