ჯესიკა ალბას სილამაზის საიდუმლო და კანის მოვლის რუტინა

    The Honest Company ჯესიკა ალბას სახის მოვლის ხაზია, რომელიც ჰოლივუდში წარმატებული კარიერისა და ვიზაჟისტებთან მუშაობის შემდეგ შექმნა. ჯესიკა სამი შვილის დედაა და ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია.

    Vogue-ს Beauty Secrets ვიდეოში, მსახიობმა ჯერ კანი დაიტენიანა, თავისი საყვარელი ნიღაბი გაიკეთა, შემდეგ წყლით ჩამოიბანა და სახე დაიმასაჟა. მან ისიც აღნიშნა, რომ ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს და ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით არჩევს კოსმეტიკას.

    ამის შემდეგ ჯესიკა ალბამ მაკიაჟის საკუთარი ხრიკები გაგვანდო. როგორც აღმოჩნდა კონტურინგისთვის ის მუქი ფერის ტონალურ კრემს იყენებს, რადგან ასე უფრო დიდხანს ძლებს მაკიაჟი. მუქი და ღია ფერის ტონალური მან SPF-ის შემცველი BB კრემის საშუალებით გადაინაწილა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი