ჯეთ ლეგი, გრძელი დღეები და უძილო ღამეები – ზაფხულის პრობლემა, რომელსაც გამოსავალი აქვს

    ზაფხული მოგზაურობის, შთაბეჭდილებებისა და თავისუფლების სეზონია. ვგეგმავთ დასვენებას, ვჯავშნით სასტუმროებს, ვამზადებთ ჩემოდნებს და მოუთმენლად ველოდებით ახალ თავგადასავლებს. თუმცა, ხშირად გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც შეუძლია მთელი მოგზაურობის ხარისხი განსაზღვროს – სრულფასოვანი ძილი.

    ბევრისთვის ეს ნაცნობი სცენარია: თვითმფრინავში ვერ იძინებენ, ღამის მატარებელში ყოველ ხმაურზე ეღვიძებათ, მანქანით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კი ორგანიზმი იმდენად გადაღლილია, რომ მიუხედავად დაღლილობისა, საღამოს დაძინებაც უჭირთ. თუ ამას დროის სარტყლის ცვლილებაც ემატება, პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. უცხო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, ხშირად გვიჭირს ჩაძინება, ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ვიღვიძებთ, დილით კი დასვენების ნაცვლად, უფრო დაღლილები ვიღვიძებთ. შედეგად, პირველ დღეებს ენერგიის ნაცვლად ძილიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება და დაღლილობის შეგრძნება ახლავს, რაც მოგზაურობისგან მიღებულ სიამოვნებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

    ძილის დარღვევას მხოლოდ მოგზაურობა არ იწვევს. ზაფხულში ბუნებრივად იცვლება ჩვენი ბიოლოგიური რიტმიც. ხანგრძლივი დღეები, გვიანი მზის ჩასვლა და გვიან დაბნელება გავლენას ახდენს ორგანიზმის შიდა საათზე, რის გამოც, საღამოს დაძინება უფრო რთულდება, ღამის ძილი ნაკლებად ღრმა ხდება, ხოლო დილით გამოღვიძება ხშირად დამღლელია. დღის განმავლობაში კი თავს იჩენს მუდმივი ძილიანობა, დაღლილობა და შრომისუნარიანობის შემცირება.

    ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი მელატონინს ეკუთვნის. მელატონინი ბუნებრივი ჰორმონია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის დღე-ღამის, ანუ ცირკადულ რიტმს და მართავს ძილის ბუნებრივ პროცესს. მისი გამომუშავება პირდაპირ არის დაკავშირებული სინათლესთან – სიბნელეში მელატონინის დონე იმატებს, ხოლო სინათლეზე მცირდება. სწორედ ამიტომ, ზაფხულის ხანგრძლივი დღეები და გვიანი დაბნელება თრგუნავს მის ბუნებრივ გამომუშავებას, რაც ხშირად ძილის რეჟიმის დარღვევის მიზეზი ხდება. ასაკის მატებასთან ერთად კი ორგანიზმში მელატონინის გამომუშავება ბუნებრივად მცირდება, რის გამოც, მშვიდი და ხარისხიანი ძილის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულდება.

    განსაკუთრებით ხშირია ეს პრობლემა მოგზაურობის დროს. სხვადასხვა დროის სარტყელში გადაადგილებისას ორგანიზმს ახალი რეჟიმის მისაღებად გარკვეული დრო სჭირდება. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება ჯეთ ლეგი. ამ დროს ირღვევა როგორც ჩაძინების, ისე გაღვიძების ბუნებრივი ციკლი, რის გამოც ადამიანი, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდეს სრულფასოვან დასვენებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა შვებულების ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ორგანიზმის ასეთ ადაპტაციას ხშირად ყველაზე ნაკლებად ველოდებით.

    სწორედ ასეთ სიტუაციებში ეფექტური მხარდაჭერისთვის გამოიყენება მელატონინის შემცველი საკვები დანამატი.

    მელამერინი პრემიუმ ხარისხის მელატონინის შემცველი საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივი ძილის ციკლის აღდგენას და მშვიდ, ხარისხიან ძილს. ზაფხულის ხანგრძლივი დღეების, მოგზაურობის, ფრენისა თუ ჯეთ ლეგის დროს მელამერინი ორგანიზმს ეხმარება ახალ რეჟიმთან სწრაფად ადაპტაციაში, რათა ყოველი დილა ენერგიულად დაიწყოთ და ზაფხულის თითოეული დღე სრულფასოვნად გამოიყენოთ.

    მელამერინ პრემიუმის მიღება ხელს უწყობს როგორც დროის სარტყლის ცვლილებასთან ადაპტაციას, ისე ზაფხულის გრძელი დღეებით გამოწვეული დარღვეული ძილის რეჟიმის აღდგენას. ჯეთ ლეგის დროს მელამერინ პრემიუმის მიღება შესაძლებელია მოზრდილებში მოკლევადიანი გამოყენებისთვის, დანიშნულების ადგილზე, ძილის წინ. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, დასავლეთის მიმართულებით მოგზაურობისას, მისი მიღება შეიძლება ფრენამდე რამდენიმე დღით ადრეც დაიწყოს. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ მელატონინმა შესაძლოა შეამციროს ხანგრძლივი ფრენის შემდეგ აღდგენის პერიოდი და ორგანიზმს ახალ დროის სარტყელთან უფრო სწრაფად შეგუებაში დაეხმაროს.

    თუ ძილის პრობლემა დროის სარტყლის ცვლილებასთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ ზაფხულის გრძელი დღეების გამო გაჩნდა, მელამერინ პრემიუმის მიღება რეკომენდებულია დაძინებამდე 30-60 წუთით ადრე. მაქსიმალური ეფექტისთვის, სასურველია, მიღების შემდეგ მოერიდოთ ძლიერ განათებას და ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე შეზღუდოთ ტელეფონის, კომპიუტერისა და სხვა ეკრანების გამოყენება. ვინაიდან მელატონინი ყველაზე აქტიურად სწორედ სიბნელეში გამომუშავდება, ეს მარტივი ჩვევები მნიშვნელოვნად აძლიერებს მის ეფექტს.

    თუ ზაფხულის მოგზაურობებისთვის აუცილებელ ნივთებზე ფიქრობთ, სასურველია, მათ შორის მელამერინ პრემიუმის იყოს. მშვიდი ძილი ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავიაბილეთი, პასპორტი ან სასტუმროს ჯავშანი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად ენერგიულად და სრულფასოვნად შეძლებთ დასვენებით ტკბობას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი