ჯიჯი ჰადიდი აცხადებს, რომ პლასტიკური პროცედურები არასოდეს ჩაუტარებია

    Maybelline-ის ვიზაჟისტმა, ერინ პარსონმა ინსტაგრამის პირდაპირ ჩართვაში სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს უმასპინძლა. ჯიჯიმ პირდაპირ ეთერში მაკიაჟი გაიკეთა და თავის მოვლის შესახებ ისაუბრა.

    “ხალხს ჰგონია, რომ სახეზე შემავსებლებს ვიკეთებ და ამიტომაც მაქვს მრგვალი სახე. სინამდვილეში, ეს ლოყების დამსახურებაა, რომელიც ბავშვობიდან მქონდა. ორსულობის დროს კი უფრო დამეტყო და შესავსებიც არაფერია. არასოდეს გამიკეთებია ინექციები სახეზე. ძალიან მიხარია როდესაც სხვები იკეთებენ და ამით თავს ბევრად უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობენ. სამწუხაროდ, პირადად მე ეს პროცედურები ძალიან მაშინებს” – აღნიშნა მოდელმა.

    შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ჰადიდი უკვუე 6 თვის ორსულია და მისი შვილის მამა მომღერალი ზეინ მალიკია

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი