ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი რიგდებიან?!

    26 წლის ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ზეინ მალიკი, რომელიც ცნობილია თავისი სასცენო სახელით „ზეინი“ შესაძლოა ძველ სიყვარულს, სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს დაუბრუნდეს.

    ისინი ერთად 2015 წლიდან არიან, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო 2018 წლის მარტში დაშორდნენ. დაშორების პერიოდი ხანგრძლივი არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ ურთიერთობა მაინც არ შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს, ჯიჯის რომანი ტაილერ კამერონთან ჰქონდა.

    როგორც სანდო წყარო იუწყება, ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი დაშორების შემდეგ ერთმანეთს საერთოდ არ ესაუბრებოდნენ. ისინი შერიგებას არ აპირებენ, თუმცა ახლა უკეთესი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე მანამდე.

    მიუხედავად ძლიერი სიყვარულისა, ურთიერთობაში მათ მნიშნელოვანი პრობლემა აქვთ – ისინი ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ასე რომ, საინტერესოა როგორ დასრულდება შერიგების პროცესი.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი