ჯიჯი ჰადიდმა ამჯერად ამერიკული ELLE-სთვის გაიბრწინა!

    მსფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მოდელი ამერიკული ELLE-ს გარეკანზე პირველად მოხვდა. გადაღებები რიო დე ჟანეიროში მიმდინარეობდა. ფოტოები კრის კოლსს ეკუთვნის. ჯიჯი ჰადიდმა სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდის სამოსი და აქსესუარები მოირგო.

    მასთან ინტერვიუ ნინა გარსიამ ჩაწერა. ინტერვიუში ჯიჯი საკუთარ ოჯახსზე, ფერმაში მშვიდად გატარებულ უქმეებზე, კარიერაზე, წარმომავლობაზე და პრობლემებზე საუბრობს. ასევე ამბობს, რომ საინტერესოა, როდესაც ორი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ხარ. იმასაც აღნიშნავს, რომ მშობლების პრივილეგიებით არასოდეს უსარგებლია და წარმატების მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა.

                 

             

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი