ჟიზელ ბუნდჩენის სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლო

    სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვის გარეშე ცხოვრების ჯანსაღი წესი წარმოუდგენელია. როცა ვერც ერთს ვახერხებთ და ვერ ცმეორეს, ვიწყებთ თავის მართლებას, რომ რთული გრაფიკი გვაქვს, სამსახურში მთელი დღე გვიწევს ჯდომა და დაღლილობის გამო ვერც ვარჯიშს ვახერხებთ.

    თუმცა, იმისათვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ და კარგად გამოვიყურებოდეთ, მარტივი ხერხებიც არსებობს:

    ბრაზილიელი სუპერმოდელის, ჟიზელ ბუნდჩენის ჯანმრთელობის საიდუმლო ერბა მატეა. ეს მცენარეული ჩაია, რომელსაც ბაძგის ფოთლებისგან აკეთებენ და მისი მომზადების კულტურა ფართოდ არის გავრცელებული ესპანეთში და პორტუგალიაში. ერბა მატეს ჩაი ხსნის დაღლილობას, თავის ტკივილს, შველის დეპრესიას და რაც მთავარია, არეგულირებს წონას.

    მომზადების წესი საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს:

    1. ჩაყარეთ ჩაი ჭიქაში (გაავსეთ ნახევრად)
    2. დაახურეთ სახურავი და შეანჯღრიეთ
    3. ნელა დაასხით ადუღებული წყალი და გაავსეთ ჭიქა
    4. მიირთვით რკინის საწრუპით

    სასურველია, რომ ჩაი დღის პირველ ნახევარში (დღეში ერთხელ) მიიღოთ, რადგან კოფეინს შეიცავს და მისი ღამით დალევა არ არის რეკომენდებული.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი