ჯონ ლეჯენდს და კრის ტეიგენს მესამე შვილი დაეღუპათ

    კრის ტეიგენი ბოლო ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოდან ეხმიანებოდა თავის გულშემატკივრებს. სუსტი პლაცენტის გამო ტეიგენს სისხლდენა დაემართა და სამწუხაროდ ბავშვის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. ხუთშაბათს ტელეწამყვანმა თავის გულშემატკივარს ემოციური ფოტოების საშუალებით ბავშვის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

    ,,შოკირებულები ვართ იმ მდგომარეობით და ტკივილით, რომელსაც ახლა განვიცდით და აქამდე არასდროს გვიგრძვნია.“ ტეიგენმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი