ჯონი დეპს 20 წლის რუსი მოცეკვავე შეუყვარდა!

    ჯონი დეპი 20 წლის პოლინა გლენზეა შეყვარებული. როგორც ირკვევა, მისი რჩეული რუსი მოცეკვავე და ქორეოგრაფია.

    55 წლის მსახიობმა პოლინა გასულ წელს, ლოს ანჯელესში, წვეულებაზე გაიცნო. თავიდან პოლინამ იგი ვერ იცნო და მოგვიანებით გაიგო, რომ ეს ჯონი დეპი იყო.

    ცნობილია, რომ წყვილი (ლოს ანჯელესში) ერთად ცხოვრობს. როგორც ამბობენ, დეპი ყურებამდეა შეყვარებული გოგონაზე და სავარაუდოდ, მის ცოლად მოყვანასაც აპირებს. ამბერ ჰერდთან სკანდალური განქორწინების შემდეგ ეს ჯონი დეპის პირველი სერიოზული ურთიერთობაა.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი