ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ისევ დაქორწინდნენ!

    წარმატებული კანადელი პოპ ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი და ამერიკელი მოდელი ჰეილი ბოლდუინი დაქორწინდნენ. 25 წლის ჯასტინი და 22 წლის ჰეილი ერთმანეთს თინეიჯერობიდან იცნობენ. 2016 წლიდან კი მათი მეგობრობა რომანტიულ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. წყვილმა სამხრეთ კაროლინაში იქორწინა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა ‘’people’’ ავრცელებს.

    როგორც ყველას, ვარსკვლავურ წყვილსაც ჰქონდა მძიმე პერიოდი, თუმცა 2018 წლის მაისში კვლავ შერიგდნენ. სულ რაღაც, ორი თვის შემდეგ, მომღერალმა მოდელს ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. ოფიციალურად კი ქორწინება ნიუ იორკის სასამართლოს შენობაში გააფორმეს.

    ‘’ცოტა რთული იყო ასეთ პატარა ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ქორწინებაში არის რაღაც ლამაზი და განსაკუთრებული’’ აღნიშნა ჰეილიმ VOGUE- სთან ინტერვიუში. ჰეილის ქორწილში Vivienne Westwood-ის მოკლე საქორწილო კაბა და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი ეცვა.

    ჯასტინმა გამოაქვეყნა ქორწილის ფოტოები წარწერით ‘’ჩემი პატარძალი.’’ მან თავისი და ჰეილის ძველი ფოტოც დადო წარწერით ‘’მე და ჩემი მეუღლე, სადაც ყველაფერი დაიწყო.’’

    ჰეილიმ  instagram-ზე გვარი შეიცვალა და ქმრის გვარზე გადავიდა.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი