კაილი ჯენერი და ტრავის სკოტი რიგდებიან?!

    რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღე აღინიშნა. მადლიერების დღე ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნეს ვარსკვლავებმაც, მათ შორის 22 წლის კაილი ჯენერმა და ტრავის სკოტმა.

    მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დრეიკისა და კაილის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ, გავრცელდა ხმები, რომ კაილი ყოფილ შეყვარებულს ურიგდება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მადლიერების დღე მან და ტრავის სკოტმა პატარა ქალიშვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად ძალიან მხიარულად გაატარეს.

    პაპარაცებმა ისინი კალიფორნიაში, Palm Spring-ის კაზინოშიც დააფიქსირეს. როგორც სანდო წყარო იუწყება, წყვილი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა.

    შეგახსენებთ, რომ კაილი ჯენერი და ტრავის სკოტი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. მათ საერთო შვილი, სტორმ ვებსტერი ჰყავთ.


    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი