კაილი ჯენერმა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელთა სიაში მარკ ცუკერბერგი უკან ჩამოიტოვა!

    “დეილი მეილის” ინფორმაციით, 21 წლის კაილი ჯენერმა ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა (თვითშემდგარ) მილიარდელთა სიაში facebook-ის შემქმნელს, მარკ ცუკერბერგს გაუსწრო. იგი Forbes-ის მილიარდელთა ყოველწლიურ სიაშიც მოხვდა.

    კაილიმ 1 მილიარდი დოლარი თავისი უსაზღვროდ წარმატებული კოსმეტიკური ბრენდის, Kylie Cosmetics -ის წყალობით იშოვა. კომპანიის წარმატებამ კაილიც თავად კაილიც გააკვირვა.

    Kylie Cosmetics 2015 წელს შეიქმნა და მისი ამჟამინდელი ღირებულება უკვე 900 მილიონი დოლარია. მისი ბიზნესის ასეთი წარმატება კარდაშიანების სატელევიზიო შოუს დამსახურებაც არის. კოსმეტიკური კომპანიის გარდა კაილის უამრავი უძრავი ქონებაც აქვს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი