მთავარიგართობაკაილი ჯენერმა საავადმყოფოებს მილიონი დოლარი გადაურიცხა!
კაილი ჯენერმა საავადმყოფოებს მილიონი დოლარი გადაურიცხა!
კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ყველაზე მდიდარმა წარმომადგენელმა, კაილი ჯენერმა, კორონა ვირუსთან საბრძოლველად ლოს ანჯელესის საავადმყოფოებს 1 000 000 დოლარი გადაურიცხა.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინსტაგრამზე მისმა ექიმმა, თაის ალიაბადიმ მადლობის პოსტი გამოაქვეყნა:
“თვალები ბედნიერების ცრემლებით მევსება, გული კი მადლიერებით! ცოტა ხნის წინ სურვილი ჩავუთქვი, რომ შეგვძლებოდა დამცავი საშუალებების შეგროვება იმ მამაცი ექიმებისთვის, ვინც წინა ხაზზე იბრძვიან. დღეს კი ჩემი ოცნება ასრულდა! ჩემი პაციენტებიდან ერთ-ერთმა, ნამდვილმა ანგელოზმა, კაილი ჯენერმა 1 000 000 დოლარი გაიღო, რათა პირბადეები, ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები შევიძინოთ პირველ ხაზში მომუშავე ექიმებისთვის… რადგან დამცავი საშუალებების მარაგი ნელ-ნელა იწურება.
მადლობა, ჩემი გმირი ხარ! ამით შენ უამრავ ლამაზ სიცოცხლეს გადაარჩენ. სამყარო უფრო მშვენიერია შენთან ერთად. ძალიან მიყვარხარ!”