კაილი ჯენერმა სახლში გიგანტური ნაძვის ხე დადგა!

    22 წლის მილიარდელმა, კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ყველაზე მდიდარმა და გავლენიანმა წევრმა, კაილი ჯენერმა ლოს-ანჯელესის სახლში უზარმაზარი ნაძვის ხე დადგა და ინტერიერი ულამაზესი საახალწლო დეკორაციებით გააფორმა!

     

    მთავარი ნაძვის ხე ხელოვნური თოვლით, განათებებითა და თეთრი ბურთებით მორთო. სახლის შესასვლელი საშობაო ყვავილებით გააფორმა და თითქმის ყველა კუთხეში სანტა კლაუსის ფიგურები დადგა.

    კაილის მეორე ნაძვის ხეც აქვს, რომელიც ტრადიციულ საშობაო ფერებშია, მწვანე და წითელი სათამაშოებით არის გაფორმებული და რაც მთავარია, სპეციალურად სთორმისთვისაა. როგორც კაილი იხსენებს, მას ბავშვობაში საათობით შეეძლო ნაძვის ხესთან მჯდარიყო და ეთვალიერებინა. განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ამ დღესასწაულთან და სურს, რომ პატარა ქალიშვილსაც ასეთივე განსაკუთრებული ემოციები აჩუქოს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი