დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში

    რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ კალ­ცი­უ­მი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის დროს?_ ეს კი­თხვა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბო. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის ირ­გვლივ მნიშ­ვნე­ლო­ვან რჩე­ვებს და ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვდის ექი­მი რევ­მა­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ქ-ნი ლალი კი­ლა­სო­ნია.

    _ ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლია სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მე­ტე­ბის შექ­მნის­კენ, გა­მოც­დის­კენ _ რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია კალ­ცი­უმ­ზე ლა­პა­რა­კი?

    _ შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­თა­ნაც კავ­შირ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა „კალ­ცი­უ­მი“, ასე­ვე შე­დის სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ეს ოპ­ტე­ო­პო­რო­ზია _ ჩონ­ჩხის ძვლე­ბის სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც თან სდევს ძვლის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა “ცოტა ძვა­ლი”, და და­ბალ­ტრავ­მუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კი. ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ 5 ელე­მენტს შო­რის „კალ­ცი­უ­მი“ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში 1-1,2 კგ კალ­ცი­უ­მია, რომ­ლის 99% ძველბ­შია, 1% კი ქსო­ვი­ლო­ვან სი­თხე­ებ­ში. „კალ­ცი­უ­მი“ არა მარ­ტო ჯან­მრთე­ლი ჩონ­ჩხის ფორ­მი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ასე­ვე იგი მო­ნა­წი­ლე­ობს ბევრ სხვა სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სებ­ში, რო­გო­რი­ცაა ნერვ-კუნ­თო­ვა­ნი გამ­ტა­რებ­ლო­ბა, კუნ­თე­ბის კუმ­შვა­დო­ბა, სის­ხლის შე­დე­დე­ბის პრო­ცე­სე­ბი, ფერ­მენ­ტე­ბი­სა და ჰორ­მო­ნე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ის პრო­ცე­სი. ასე, რომ „კალ­ცი­უ­მი“ აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, არის და იქ­ნე­ბა არა მარ­ტო რევ­მა­ტო­ლო­გე­ბის­თვის, არა­მედ პე­დი­ატ­რე­ბის­თვის, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბის­თვის, ნევ­რო­ლო­გე­ბის­თვის.

    _ ცნო­ბი­ლია, რომ „კალ­ცი­უ­მი“ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით არის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში. შე­საძ­ლოა თუ არა სწო­რი კვე­ბით ან კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბი­ით ოს­ტე­ო­პო­რო­ზის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ან მისი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა?

    _ მო­დით, პრო­ფი­ლაქ­ტი­კით და­ვი­წყოთ. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ოს­ტე­ო­პო­რო­ზი არის ძვლო­ვან სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე იმუ­ნუ­რი ან­თე­ბა, რომ­ლის პა­თო­გე­ნეზ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობს მთე­ლი კას­კა­დი იმუ­ნუ­რი მე­დი­ა­ტო­რე­ბის _ ე.წ. ცი­ტო­კი­ნე­ბის; თუმ­ცა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მომ­წვე­ვი დღემ­დე არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

    ამას­თა­ნა­ვე არ­სე­ბობს დიდი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რისკ ფაქ­ტო­რე­ბი­სა, რო­მელ­თა შო­რის წამ­ყვა­ნია კალ­ცი­უ­მის არა­ა­და­ეკ­ვა­ტუ­რი მოხ­მა­რე­ბა, კალ­ცი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი ორ­გა­ნიზ­მში. ასე, რომ ბავ­შვთა ასაკ­ში, პუ­ბერ­ტა­ტულ პე­რი­ოდ­ში, როცა იწყე­ბა და მომ­დი­ნა­რე­ობს ჩონ­ჩხის ფორ­მი­რე­ბა, კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა ისიც უნდა და­ვა­მა­ტოთ, რომ რო­გორც საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის, ასე­ვე კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, ახალ­გაზ­რდა ასაკ­შიც კი ხდე­ბა კალ­ცი­უ­მის მხო­ლოდ 30-40% შე­წო­ვა. კალ­ცი­უ­მის და­დე­ბი­თი ბა­ლან­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მისი შე­წო­ვის ხა­რისხზე ნაწ­ლა­ვე­ბის დის­ტა­ლურ ნა­წილ­ში, პა­რა­თჰორ­მო­ნი­სა და D ვი­ტა­მი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე. ით­ვლე­ბო­და, რომ კალ­ცი­უ­მის დღი­უ­რი ნორ­მა მო­ზარ­დებ­ში 500 მგ-ია, ხოლო მოზ­რდი­ლებ­ში 1000-1500 მგ. ეს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქრეს­ტო­მა­ტი­უ­ლი ცოდ­ნაა, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ექი­მებს, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც აქვს; ამი­ტომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ტოპ-ათე­ულ­ში კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტებს წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავთ.

    _ რო­გო­რია „კალ­ცი­უ­მის“ ად­გი­ლი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

    _ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლე­ბი­დან, მას მერე რაც ოს­ტე­ო­პო­რო­ზი კვა­ლი­ფი­ცირ­და, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა და და­ი­წყეს მისი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, „კალ­ცი­უ­მის“ აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა გა­ი­ზარ­და და აი რა­ტომ: დღემ­დე ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ბა­ზი­სურ პრე­პა­რა­ტე­ბად ით­ვლე­ბა ბის­ფო­ფო­ნა­ტე­ბი, მათ ანტი რე­ზორფცი­ულ პრე­პა­რა­ტეს უწო­დე­ბენ. მათი მი­ღე­ბის რე­ჟი­მი ინ­ტერ­მი­სი­უ­ლია, მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი სრუ­ლი­ად “უნი­კა­ლუ­რი”. ისი­ნი ძვლო­ვან ქსო­ვილ­ში კალ­ცი­უ­მის ჰიდ­რო­ქ­სი აპა­ტი­ტი­დან კალ­ცი­უ­მის გა­მო­ძე­ვე­ბას “ახერ­ხე­ბენ” შე­სა­ბა­მი­სად ით­ვლე­ბო­და და ით­ვლე­ბა, რომ ამ პრე­პა­რა­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ღე­ბუ­ლობ­დნენ „კალ­ცი­უმს“.

    წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს რევ­მა­ტო­ლო­გე­ბი, მათ შო­რის ჩვენც ვი­ყე­ნებ­დით კალ­ცი­უ­მის მა­ღა­ლი დო­ზის შემ­ცვე­ლო­ბის პრე­პა­რა­ტებს (ასე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი დი­დია), ვი­ყე­ნებ­დით ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა მას მერე, რაც 2017 წელს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ პლა­ნე­ტის ყო­ველ მე­ო­რე მა­ცხოვ­რე­ბელს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი აქვს. გაჩ­ნდა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­სა, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი „კალ­ცი­უ­მის“ შე­წო­ვა და რაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, მცირ­დე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ანტი რე­ზორბცი­უ­ლი ეფექ­ტი. მსგავ­სი შე­დე­გე­ბი უკვე ჩვენც გაგ­ვაჩ­ნია, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი “შიდა” კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა შეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ. ის ფაქ­ტი, რომ ოს­ტე­ო­პო­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა დიდ ნა­წილს (85-95%-ს) D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი აღე­ნიშ­ნე­ბათ ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბელს ხდის მო­ნო­თე­რა­პი­ას D ვი­ტა­მი­ნე­ბის პრე­პა­რა­ტე­ბით, ამას­თა­ნა­ვე ყუ­რა­დღე­ბა კვლავ გა­მახ­ვილ­და კალ­ცი­უ­მით მდი­დარ საკ­ვებ­სა და კალ­ცი­უ­მის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი დო­ზის შემ­ცველ პრე­პა­რა­ტებ­ზე. მხო­ლოდ D ვი­ტა­მი­ნის ნორ­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­გა­ნიზ­მში იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას კალ­ცი­უ­მის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­წო­ვი­სა და ან­ტი­ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­სას.

    _ იქო­ნია თუ არა ამ ფაქ­ტმა ზე­გავ­ლე­ნა კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს?

    _ დიახ, სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა კალ­ცი­უ­მის ისეთ პრე­პა­რატ­თან, რო­გო­რიც არის „კალ­ცი­მე­რი­ნი“, მე­სა­მე თა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ფორ­მუ­ლის მქო­ნე პრე­პა­რა­ტი, მას­ში კალ­ცი­უ­მი წარ­მოდ­გე­ნი­ლია: კალ­ცი­უ­მის ლაქ­ტო გლუ­კო­ნა­ტი (10,50მგ) და კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტის (1046,33 მგ) კომ­ბი­ნა­ცი­ით რო­მე­ლიც გვაძ­ლევს 400 მგ იო­ნი­ზი­რე­ბულ კალ­ცი­უმს; არ შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში კუ­ჭის წვენ­თან, არ იწ­ვევს მის შე­ბოჭ­ვა­სა და სეკ­რე­ცი­ის დათ­რგუნ­ვას, შე­სა­ბა­მი­სად ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბით კუ­ჭის ნე­ბის­მი­ე­რი მჟა­ვი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში.

    ცნო­ბი­ლია, რომ კალ­ცი­უ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნაა შეკ­რუ­ლო­ბა, „კალ­ცი­მე­რინ­ში“ კალ­ცი­უ­მის და მაგ­ნი­უ­მის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ფარ­დე­ბა ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია ამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. D 3 ვი­ტა­მი­ნის არ­სე­ბო­ბა პრე­პა­რა­ტის კომ­პლექსში არ გვიშ­ლის ხელს D ვი­ტა­მი­ნით და­მუ­კი­დე­ბე­ლი მო­ნო­თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ში, მე­ო­რეს მხრივ კი ლო­კა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის კალ­ცი­უ­მის შე­წო­ვის ხა­რისხს.

    „კალ­ცი­მე­რი­ნი“, ისე­ვე რო­გორც კალ­ცი­უ­მის ყვე­ლა პრე­პა­რა­ტი მი­ი­ღე­ბა კვე­ბის პრო­ცეს­ში ან კვე­ბის შემ­დეგ აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი იდ­ნექ­სი და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­პა­რა­ტის ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს – პრაქ­ტი­კუ­ლად არ შე­ი­ცავს კონ­სერ­ვან­ტებ­სა და ემულ­გა­ტო­რებს. რაც მის მი­ღე­ბას კი­დევ უფრო უსაფრ­თხოს ქმნის.

    ასე­თია დღე­ვან­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მარ­თვის დროს. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა ხვალ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი