კანის მოვლის ანტიასაკობრივი რუტინა 43 წლის რიზ უიზერსპუნისგან

    რიზ უიზერსპუნი ინსტაგრამში გამომწერებს სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი, რომლის კანიც 43 წლის ასაკში იდეალურად გამოიყურება, მოვლის მხოლოდ 3 საფეხურიან რუტინას ასრულებს. “დიდი პატარა ტყუილების” ვარსკვლავი ფიქრობს, რომ მთავარი სიმარტივე და ხარისხიანი პროდუქტებია.

    პირველი ნაბიჯი გაწმენდაა. მსახიობი არჩევანს ელიზაბეტ არდენის ზეთოვან გამწმენდ საშუალებაზე აკეთებს. რიზი ამავდროულად ბრენდის ამბასადორია. “ის მე მაკიაჟს კარგად მაშორებს და კანს რბილსა და დატენიანებულს მიხდის”. გამწმენდი ზეთი მდიდარია ისეთი მკვებავი ნივთიერებებით, როგორიცაა ზეთისხილის, საფლორისა და გარგარის ზეთები. ისინი კანს ჭუჭყისგან, ჭარბი ცხიმისგან კარგად ასუფთავებენ.

    მეორე საფეხური უკვე სახის დამასაჟებაა. იმისათვის, რომ კანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, სახეზე სისხლის მიმოქცევა კარგად უნდა ხორციელდებოდეს. სილამაზის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სახის დამასაჟებით ნაოჭების გაჩენისგან დავიცავთ თავს. როგორც ჩანს, უიზერსპუნიც ასე ფიქრობს. ის წრიული მოძრაობით იმასაჟებს სახეს. “ამას ხშირად დილითაც ვაკეთებ” – ამბობს მსახიობი და აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა თვალის გარშემო სიშავეების გაქრობაშიც ეხმარება.

    სწრაფი მასაჟის შემდეგ, უიზერსპუნი სახეს თბილი წყლით იბანს და მესამე ეტაპზე გადადის. ბოლო საფეხურზე მსახიობი შრატს იყენებს. არჩევანს კი ისევ ელიზაბეტ არდენის ბრენდზე აკეთებს. აქტიური ინგრედიენტებით, როგორიცაა ლაქტური მჟავა და გლუკონოლაქტონი, ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას და კანს პრიალა, მბზინავ ელფერს სძენს. ამის შემდეგ კი მსახიობი ღამის დამატენიანებელს იყენებს.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი