კანის პრობლემები და მისი მოვლა – ნინო ოთარაშვილის რჩევები

    ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმის” პროექტის ფარგლებში, “ვიადერმის” სოციალურ ქსელში კანის პრობლემებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა შემოვიდა. გადავწყვიტეთ მათთვის თავი მოგვეყარა და მკითხველისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა. შემოსულ კითხვებს კლინიკა კურაციოს დერმატო-ვენეროლოგმა, ქალბატონმა ნინო ოთარაშვილმა უპასუხა.

    როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ბავშვს, რომელსაც აწუხებს ვიტილიგო?

    დიაგნოზის დასაზუსტებლად და კვლევების ჩასატარებლად აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა დაიგეგმოს ეფექტიანი მკურნალობა. თუმცა, რჩევის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვის ქალაქიდან გაყვანის შემთხვევაში, მაღალ მთაში, ზღვაზე და ზოგადადაც, მზიან ამინდში საჭიროა მზის დამცავი კრემის გამოყენება. SPF50+ უნდა წავუსვათ სახეზე და ტანის ხილულ ადგილებზე, მზეზე გამოსვლამდე 30-40 წთ ადრე.

    როგორ ვუშველოთ სტაფილოკოკს და სახეზე გამონაყარს? შეიძლება მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა?

    სახეზე გამონაყარის მიზეზი შესაძლებელია იყოს აკნე, თუმცა ანტიბიოტიკების გარდა აუცილებელია შესაბამისი ტოპიკური საშუალებებეის გამოყენება, ცხოვრების გარკვეული რეჟიმის დაცვა  და ქალბატონის შემთხვევაში სასქესო ჰორმონების გამოკვლევა, მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიის ჩატარება.

    როგორ მოვიქცეთ სებორეის დროს?

    სებორეა არის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის მოშლა, რომელიც გამოიხატება ჰიპო ან ჰიპერ ფუნქციით. კავშირშია სასქესო ჰორმონების დისბალანსთან, კუჭ-ნაჭლავის პრობლემებთან, კანის მოვლის საშუალებებთან, სეზონთან, კვებასთან, სტრესთან, გადაღლასთან და გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან. გამონაყარი ვითარდება სახეზე (წარბების, ცხვირტუჩის ნაოჭის არეში, ყურის ნიჟარების უკან), სკალპზე (ქერტლის სახით), გულმკერდის არეში.  გამონაყარი წარმოდგენილია ვარდისფერი, კანიდან მცირედ წამოწეული აქერცვლადი ლაქებით, სუბიექტურად შესაძლებელია იყოს წვისა და ქავილის შეგრძნება. არანაკლები როლი მიუძღვის – საფუარა სოკო Malassezia -ს. საჭიროა როგორც სისტემური, ასევე ტოპიკური საშუალებების გამოყენება, თუმცა სამწუხაროდ  დაავადებას ახასიათებს რეციდივები.

    რა შეიძლება იყოს ჭორფლის მსგავსი, მსხვილი, ყავისფერი ლაქები სახეზე და მისი გამომწვევი მიზეზი?

    სახეზე  პიგმენტური ლაქების გაჩენა შესაძლებელია კავშირში იყოს ჭარბ ინსოლაციასთან, ჰორმონულ დისბალანსთან, ღვიძლის პრობლემებთან. ეტიოლოგიის დასაზუსტებლად საჭიროა ექიმ დერმატოლოგის კონსულტაცია.

    როგორ შეიძლება მოვიქცეთ თუ კანზე გვიჩნდება ლაქები (ფეხზე), კანი უხეშდება და ლაქები მრავლდება? 

    კრაგი იქნება თუ კონსულტაციისას ექიმს მიაწვდით ციტოლოგიური კვლევის პასუხს. ამ შემთხვევაში გამონაყარი საჭიროებს გულდასმით დათვალიერებას. ასევე, საინტერესოა თუ არის პაციენტის შემთხვევაში რაიმე  ძირითადი დაავადება, რომლის ფონზეც განვითარდა გამონაყარი. შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები.

    როგორ უნდა მოუაროს კანს მან, ვინც ხშირად ირუჯება რომ კანი არ დაზიანდეს? 

    პირველ რიგში, მინდა გირჩიოთ, რომ რუჯის მიღებამდე კარგი იქნება კანის დასკრაბვა, თუნდაც სახლის პირობებში. გარუჯვის დაწყება სასურველია გარკვეული დოზირებით. გამოშრობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს კანის დატენიანება –  როგორც დამატენიანებელი კრემის, ასევე სპეციალური  დასაბანი (უსაპნო) გელების საშულებით, რათა მათ დამატებით არ გამოიწვიონ გამოშრობა. გარდა ამისა, შემიძლია გირჩიოთ ნუტრიკოსმეტიკური საშუალება „ვიადერმი.” მასში შემავალი ნივთიერების წყალობით ხდება კანის დატენიანება, დაცვა გამოშრობისგან და იდეალური რუკისთვის კანის მომზადება.

    რა სახის მოვლაა საჭირო კომბინირებული კანის შემთხვევაში?

    კომბინირებული კანი სადაც T  ზონა ცხიმიანია, მიდრეკილია ღია და დახურული კომედონებისა და აკნეს გამონაყარისაკენ. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მომატებული იყოს ცხიმიანობა თმაზეც და გამონაყარი გაჩნდეს სახეზე, გულმკერდის არეშიც. საჭიროა დასაბანი გელის გამოყენება საღამოს, არ არის რეკომენდირებული მაკიაჟის დატოვება ღამით. დეკორატიული კოსმეტიკა უნდა იყოს არაკომედოგენური. დილით სასურველია მიცერალური ხსნარის გამოყენება სახის გასაწმენდად. თუ სახეს T ზონებში ზედამეტი სიპრიალე ახასიათებს სასურველია მატიფიანტ გელ-კრემის მოხმარება, მიცერალური ხსნარის გაწმენდის შემდგომ. ზაფხულის პერიოდში მოერიდეთ მკვებავი კრემების გამოყენებას.

    როგორ მოვუაროთ კანს 20 წლის ასაკში?

    ამ ასაკში სასურველია სააფთიაქო კოსმეტიკის გამოყენება (სახის კანის ტიპის მიხედვით, დასაბანი გელები, დამატენიანებელი კრემები). ცხელ სეზონზე რეკომენდირებულია მზის დამცავი კრემების გამოყენება, განსაკუთრებით მაღალ მთაში და ზღვაზე.

    როგორ მოვიშოროთ სახიდან წითელი ლაქები?

    ლაქების მოშორებამდე უნდა მოხდეს  მათი დიაგნოსტირება, კერძოდ რა დაავადებით არის გამოწვეული. სამწუხაროდ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს გამონაყარის შესახებ, იმისათვის რომ უფრო კონკრეტული რჩევები მოგაწოდოთ ( ფერი, ზომა, კონკრეტული ლოკალიზაცია, თუ სად არის ისინი განლაგებული : თვალის ირგვლივ, ლოყებზე, ნიაკპის, შუბლის და ცხვირის არეში).

    როგორ ვუშველოთ ცხიმგროვებს ნიკაპისა და ტუჩის მიდამოებში?

    გააჩნია რა ზომის და შეფერილობის არის, ადვილად გადმოდის თუ არა შიგთავსი მექანიკური ზეწოლით. უკვე არსებული ცხიმგროვების მოშორება ხდება კოსმეტოლოგიური წმენდით.

    როგორ ვუმკურნალოთ როზაცეას?

    როზაცეის – ვარდისფერი აკნეს  ყველაზე გავრცელებული მიზეზები შეიძლება იყოს:  Demodex folliculorum კანქვეშა ტკიპა, ასევე კუჭში ჰელიკობაქტერიის არსებობა. ამ პრობლემის პარალელურადაც იწყება ხოლმე როზაცეა. მკურნალობის საუკეთესო კომბინაციის დასანიშნად მნიშვნელოვანია თუ რა ელემენტები ჭარბობს გამონაყარში (პაპულა, პუსტულა – ჩირქოვანი ელემენტი, კვანძი, კარგად გამოხატული კაპილარული ქსელი). ყველა შემთხვევაში ინიშნება ტოპიკური საშუალებები, ხოლო საჭიროებისამებრ სისტემური ანტიბიოტიკი. ასევე სპეციალური დასაბანი საშუალებები, მზისგან დამცავი კრემები. საჭიროა სწორად იყოს შერჩეული კვების რეჟიმი. არ არის რეკომენდებული ცხელი შხაპი და სანელებლებით შეზავებული საკვები.

    წლის განმავლობაში რამდენჯერ შეიძლება კანის წმენდა და რომელ სეზონზე?

    კანის წმენდის სიხშირე დამოკიდებულია კანის ტიპზე. კომბინირებული და ცხიმიანი კანის შემთხვევაში წმენდის სჭიროება უფრო ხშირია (თვეში ერთხელ). მშრალი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში საჭიროა ნაკლებ ტრამვატული პროცედურები, ხოლო წმენდა რეკომენდირებულია 3 თვეში ერთხელ. პრინციპში, ეს ინდივიდუალურია, თითოეული პაციენტის კანის ტიპიდან გამომდინარე.

    როგორ ვუმკურნალოთ აკნეს?

    აკნე საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, ვინაიდან დაავადებას ახასიათებს ხშირი რეციდივები. ზოგიერთ შემთვევაში მკურნალობას რთულად ექვემდებარება, თუნდაც ეს სწორად შერჩეული  მკურნალობის კლასიკური სქემა იყოს. აკნეს  ცნობილ ეტიოლოგიურ ფაქტორებად მიიჩნევა, სასქესო ჰორმონების დისბალანსი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც კანის ჭარბ ცხიმიანობასთან გვაქვს საქმე. იმისათვის რომ სწორად შეირჩეს მკურნალობის სქემა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა მიზეზით არის გამოწვეული დაავადება. ამაში მოიაზრება:  ადგილობრივი ანტიბიოტიკები, გელები, კრემები, აზელაინის მჟავა, ტოპიკური რეტინოიდები, ბენზოილ პეროქსიდი; საჭიროების შემთხვევაში სისტემური ანტიბიოტიკები, სისტემური ჰორმონული პრეპარატები, სისტემური იზოტრეტინოინი. მკურნალობის შერჩევა ხდება იმის მიხედვით თუ რომელი ელემენტები ჭარბობს და არის თუ არა პირველი ეპიზოდი. გარდა ამისა, შემიძლია გირჩიოთ ნუტრიკოსმეტიკური საშუალება „ვიადერმი,“ მიიღება დღეში ორი აბი. აღნიშნული დანამატი კარგად მოქმედებს აკნეს მკურნალობის პერიოდში, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და კვებავს მას.

    როგორ ვებრძოლოთ ორსულობის შემდგომ გაჩენილ ლაქებს?

    ორსულების შემდგომ გაჩენილი პიგმენტური ლაქები (ქლოაზმა, მელაზმა), განსაკუთრებით შუბლისა და ყვრიმალების არეში, საკმაოდ სერიოზულ კოსმეტიკურ დეფექტს წარმოადგენს. ლაქტაციის პერიოდის დასრულების შემდგომ საკმაოდ ეფექტიანია: ლაზერული, ქიმიური პილინგის რამდენიმე პროცედურა; ხოლო სახლის პირობებში პარალელურად დეპიგმენტაციური შრატების, კრემების და დასაბანი საშულებების გამოყენება.

    რომელია კანის გაწმენდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება ორსულობის დროს?

    სასქესო ჰორმონების თანაფარდობის და კონცენტრაციის ცვლილებების გამო, ორსულობის დროს, შესაძლებელია მოიმატოს კანის ცხიმიანობამ  და გაჩნდეს გამონაყარი (ორსულთა აკნე). სწორედ ამიტომ, ხშირად ორსულ ქალბატონებს უჩნდებათ სახის გაწმენდის სურვილი. ორსულობის დროს არ არის სასურველი ქიმიური საშუალებების და ახალი პროდუქციის გამოყენება ალერგიული რეაქციის და სხვა დისკომფორტის  თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, მსუბუქად დასკრაბვა (აქტიური გამონაყარის დროს არ არის რეკომენდირებული), ასევე დამატენიანებელი პროცედურების ჩატარება, უკვე აპრობირებული ნივთიერებებით, სავსებით მისაღებია. გამონაყარის თავიდან ასაცილებლად, ცხიმიანობის მომატების შემთხვევაში, ან პირიქით, კანის გამოშრობისას საჭიროა სპეციალური ცხიმის მარეგულირებელი ან დამატენიანებელი დასაბანი და მოვლის  საშუალებების გამოყენება. გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში პიგმენტური ლაქების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, სხვადასხვა ნომრის  მზის დამცავი კრემების გამოყენება, რაც  ხელს შეუშლის პიგმენტური ლაქების  გაჩენას ჰორმონალური დისბალანსის ფონზე.

    1 კომენტარი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი