რა იწვევს კანის, თმისა და ფრჩხილების დაზიანებას ზაფხულში?

    ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა ყველას სურს, ჰქონდეს ლამაზი და გლუვი კანი, მბზინვარე თმა და მტკიცე ფრჩხილები, თუმცა, სწორედ სეზონის ამ ცხელ პერიოდში გაზრდილია მათი დაზიანების ალბათობა, რაც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

    „ვიადერმის“ რჩევების რუბრიკაში გაგაცნობთ კანის, თმისა და ფრჩხილების დაზიანების გამომწვევ  ფაქტორებს ზაფხულში

    ფაქტორები, რამაც შესაძლოა ზაფხულში კანის დაზიანება გამოიწვიოს:

    მზის ულტრაიისფერი (UV) სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა, პიგმენტური ლაქებისა და ნაოჭების განვითარება, კიბოს რისკის ზრდა. მაღალი ტემპერატურა იწვევს გაუწყლოვნებას, კანის სიმშრალეს, აქრცვლასა და გაღიზიანებას. შესაძლოა, გამოიწვიოს სითბური გამონაყარი, სიწითლე და ქავილი.  ჭარბი ოფლიანობა იწვევს ფორების გადაკეტვას, გამონაყარის განვითარებასა და ანთებით პროცესებს კანზე.

    დაბინძურებული გარემო თავის მხრივ ხელს უწყობს ოქსიდაციურ სტრესსა და კანის დაზიანებას. ქლორებულ აუზებში ცურვა არღვევს ბუნებრივი ცხიმის გამომუშავებას, რაც სიმშრალესა და გაღიზიანებას იწვევს.  ასევე, ზაფხულში იზრდება მწერების კბენის რისკი, ნაკბენი კი ალერგიულ რეაქციებს, კანის გაღიზიანებასა და ანთებით პროცესებს იწვევს.

    ფაქტორები, რაც აზიანებს და ცვლის თმის სტრუქტურას:

    UV სხივები და მაღალი ტემპერატურა  აზიანებს თმის კუტიკულას, ამცირებს თმის ტენიანობას, რაც იწვევს სიმშრალეს, მტვრევადობას, აძლიერებს თმის ცვენას და ცვლის მის ფერს, რის შედეგადაც თმა კარგავს მბზინვარებას და უსიცოხლოდ გამოიყურება.  ზღვისა თუ ოკეანის მარილიანი წყალი, აუზის ქლორიანი წყალი  თმას აშრობს, აუხეშებს და მარტივად მსხვევადს ხდის, იწვევს დეპიგმენტაციას.  ასევე, მაღალმა ტენიანობამ, ჭარბმა ოფლიანობამ შესაძლოა თმის სკალპის ცხიმიანობა გამოიწვიოს და გააძლიეროს ისეთი პრობლემები, როგორიცაა, ქერტლი და თმის ფოლიკულების დახურვა.

    ფაქტორები, რომლებიც აზიანებს ფრჩხილის სტრუქტურას:

    UV სხივები და მათალი ტემპერატურა, კანის მსგავსად, ფრჩხილების დეჰიდრატაციას, სიმშრალეს, გაუფერულებასა  და მსხვრევადობას უწყობს ხელს.  ცურვა და წყლის გადაჭარბებული ზემოქმედება კი ფრჩხილის სისუსტესა და მტვრევადობისკენ მიდრეკილებას ზრდის. ქლორიანი წყალი ასევე აშრობს და აზიანებს ფრჩხილის კუტიკულას. ზაფხულში, გარე აქტივობების შედეგად, გაზრდილია ასევე ფრჩხილის ტრავმისა და მტვრევადობის ალბათობა. თბილი, ტენიანი გარემო (როგორიცაა საზოგადოებრივი აუზები და საშხაპეები) ზრდის ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების რისკს.

    როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანი, თმა და ფრჩხილები ზაფხულში

    იმისათვის, რომ მთელი ზაფხული შევინარჩუნოთ ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზე, ერთი მხრივ, რეკომენდებულია  გარეგანი ზრუნვა, დატენიანება, ჰიდრატაცია, მზის ჭარბი სხივებისაგან დაცვა, მეორე მხრივ, აუცილებელია ორგანიზმი შევივსოთ იმ სპეციალური, ანტიოქსიდანტი ნივთიერებებით, რაც სწორედ კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს შეგვინარჩუნებს და  დაგვიცავს მათი დაზიანებისაგან.

    „ვიადერმი კომპლიტის“ საკვები დანამატი წარმოადგენს პირველ ნუტრიკოსმეტიკურ ბრენდს საქართველოში, რომელიც გამდიდრებულია ყველა იმ საჭირო და აუცილებელი ნუტრიენტით, რაც ჩვენს ორგანიზმს გარეგანი სილამაზისთვის სჭირდება.  “ვიადერმის“ ვერცხლისფერი სილამაზის კაფსულები აღადგენს კანის ჯანსაღ სტრუქტურას, ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას და აფერხებს დაბერების პროცესს. „ვიადერმი კომპლიტი“-ს მიღების შედეგად, მცირდება აკნესა და კანის სხვა დაავადებების განვითარების რისკი და პროგრესირება. ვიადერმი გვეხმარება მოვამზადოთ კანი რუჯისთვის და გავიხანგრძლივოთ ოქროსფერი ნამზეური.  სილამაზის კაფსულების შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტების დოზები მოცემულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული  ყოველდღიური უსაფრთხო დოზებით, რაც გამორიცხავს ჰიპერ და ჰიპოდოზირების საშიშროებას, მასში შემავალი სილიციუმი და თუთია კი კანისთვის სასარგებლო თვისებების გარდა, თრგუნავს მადას და ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი მეტაბოლიზმისთვის, წონის შენარჩუნებისა და ჭარბი წონის თავიდან არიდების პროცესში.

    „ვიადერმი კომპლიტი“  გვეხმარება, შევივსოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით, გვქონდეს ჯანსაღი კანი, თმა, ფრჩხილები და შევინარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი წონა.

    „ვიადერმი კომპლიტი“  ერთდროულად ზრუნავს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე!

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი