კარდაშიან-ჯენერების ოჯახური არდადეგები Palm Springs-ზე

    კარდაშიანები, ჯენერები და მათი შვილები ამჟამად Palm Springs-ზე, კრის ჯენერის სახლში ისვენებენ. კაილი პატარა სთორმისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს დებს და მიუხედავად ჭორებისა, რომ ის და ტრევის სკოტი შერიგდნენ, ტრევისი არსად ჩანს. კურტნი კარდაშიანი ყოფილ მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ატარებს დროს. კიმ კარდაშიანი ამჯერად მეუღლის გარეშეა, თუმცა მისი ოთხივე შვილი დედასთან ერთად ისვენებს.

    მათ შეუერთდნენ ქლო კარდაშიანი, მისი ორი წლის ქალიშვილი და კენდალ ჯენერი. ამ ჩამონათვალს მიუმატეთ კრის ჯენერის მოგობარი მამაკაცი და წარმოიდგინეთ, რა მხიარულება იქნება პალმ სფრინგსზე.

    გასულ საღამოს, ყველაზე ცნობილი დების სრული შემადგენლობა გასართობად წავიდა – ისინი Toucans Tiki Lounge-ს ეწვივნენ და “დრაგ შოუს” დაესწრნენ. შემდეგ კი კარაოკეშიც მიიღეს მონაწილეობა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი