კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

    85 წლის ლეგენდარული დიზაინერი, კარლ ლაგერვილდი პარიზში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, საავადმყოფოში ის ორშაბათს საღამოს გადაიყვანეს.

    კარლ ლაგერფილდი “შანელის” მოდის სახლს 1983 წლიდან მართავდა. მიუხედავად ავადმყოფობისა, იგი ბოლო პერიოდში მაინც ძალიან ბევრს მუშაობდა და მითითებებს აძლევდა თავისი გუნდის წევრებს FENDI-ს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებისთვის, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე ამ დღეებში უნდა წარადგინონ.

    ამ ყველაფერს წინ უძღვოდა “შანელის” ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელიც იანვარში გაიმართა. კარლ ლაგერფილდი აღნიშნული ჩვენების ბოლოს, ტრადიციული მისალმებისთვის პოდიუმზე არ გამოსულა. ამის მიზეზად ლაგერფილდის გადაღლილობა დაასახელეს. მის ნაცვლად მისი მეგობარი და „შანელის“ სახლის კრეატიული სტუდიის დირექტორი, ვირჯინია ვიარდი (Virginie Viard) გამოვიდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი