კარლი კლოსის დახვეწილი “თეთრი ლუქი”

    ნიუ-იორკის ცარიელ ქუჩებში პაპარაცებმა სუპერმოდელი კარლი კლოსი დააფიქსირეს. სანამ სელებრითები კარანტინის დროს სახლში ისვენებენ, კარლი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და ყოველთვის ფორმაშია.

    ამჯერად მოდელმა არჩევანი მთლიანად თეთრ ლუქზე შეაჩერა. მას საკმაოდ თამამად შეხსნილი, ოქროსფერღილებიანი კაბა-ხალათი ეცვა, რომელიც მის იდეალურ ფიგურას კიდევ უფრო კვეთდა. თეთრი, ოდნავ ქუსლიანი ფეხსაცმელები კი მისი ლუქის ფინალური შტრიხი იყო. ამ სითეთრეს პატარა შავი ჩანთა და მზის სათვალე “არღვევდა.”

    აშშ-ში პირბადის გარეშე გამოსვლა ჯერ კიდევ იკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან კარლის ოჯახის მეგობრობამ მოდელი ვერ გაათავისუფლა პირბადის ტარების ვალდებულებისგან.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი