GUCCI-ს ჩვენება, როგორც ყოველთვის, ორიგინალური და გამორჩეული იყო. მილანის მოდის კვირეულზე ალესანდრო მიკელემ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება მოაწყო. ლალოს ნამუშევრების ნაწილი კვლავ ფერადი, აქსესუარებით დატვირთული და თამამი იყო, ნაწილი კი საკმაოდ მინიმალისტური და “უცნაური.”
“დოლჩე & გაბანას” მსგავსად, ქართველი მოდელები გუჩის ჩვენებაშიც იღებდნენ მონაწილეობას. ამჯერად ალესანდრო მიკელეს ტანისამოსში საზოგადოების წინაშე ანა გავვა და ლიკა რიგვავა გამოჩნდნენ. მილანის მოდის კვირეული GUCCI-ს ჩვენებით დაიხურა.

ავტორი: რუსკა კრაწაშვილი













