ქეით მიდლტონს BAFTA-ზე საგვარეულო ძვირფასეულობა ამშვენებდა

    კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, ლონდნონში გამართულ “BAFTA’ს დაჯილდოვებას დაესწრნენ. ქეით მიდლტონმა თავისი განსაკუთრებული ჩაცმულობითა და სილმაზით ვარსკვლავებიც კი დაჩრდილა. საღამოსათვის ჰერცოგინიამ თავისი ფავორიტი მოდის სახლი, ალექსანდრ მაქქუინი აარჩია (შეგახსნებთ, რომ ქეითს ქორწილში მაქქუინის კაბა ეცვა).

    ქეითი ხშირად მიმართავს შთაგონებისათვის ლედი დიანას. ამჯერადაც, ჰერცოგინიას პრინეცა დი-ს საყვარელი საყურეები ეკეთა, რომელიც თავად დიანას 1991 წელს ამავე დარბაზში ერთ-ერთი კონცერტის დროს ეკეთა. ქეითს ასევე ამშვენებდა დედოფალ ელიზაბეტ II-ის დედის სამაჯური.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი