ქეით მიდლტონი “პრინცესული” ბრჭყვიალა ფეხსაცმელებით გამოჩნდა

    მეგან მარკლის შესახებ ინტერესი შედარებით ჩაცხრა და უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა ქეით მიდლტონი. გუშინ, ნარკოდამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულთან დაკავშირებით გამართულ გალა საღამოზე ქეითი დიზაინერ ბარბარა კასასოლას თეთრი, მხრებზე გადასული კაბით მივიდა. კაბა საკმაოდ სადა, დახვეწილი და ელეგანტური იყო (როგორც ყოველთვის). თუმცა, მისმა ფეხსაცმელებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ჰერცოგინიას ჯიმი ჩუს ბრჭყვიალა ფეხსაცმელები ეცვა (ქეითს ეს ფეხსაცმელები BAFTA-ზეც ეცვა, თუმცა გრძელ, თეთრ კაბაზე).

    ხალხი მალევე ალაპარაკდა ქეითის “კონკიას” ფეხსაცმელებზე. სამეფო კარის მკაცრი დრეს კოდის ფონზე მის ამ გადაწყვეტილებას “საკმაოდ თამამიც” უწოდეს. თუმცა, ორი აზრი არ არის, რომ ჯიმი ჩუს ეს ფეხსაცმელები მართლაც თვალისმომჭრელია და ნებისმიერ გოგოს გაუჭირდება მასზე უარის თქმა, მათ შორის პრინცის ცოლსაც.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი