ქეით მიდლტონის სტილი მკვეთრად განსხვავდება მეგან მარკლის ჩაცმის სტილისგან. მეგანს უფრო თავისუფლად უყვარს ჩაცმა, ქეითი კი უპირტესობას ყოველთვის უფრო დახვეწილ, კლასიკურ სტილს ანიჭებს.
ქეითის სტილისტი ჯინი ჩედვიკ-ჰეილია. მის სტილს ხშირად აიგივებენ ელიზაბეტის ახალგაზრდობის სტილთან. მიდლტონის სავიზიტო ბარათი პატარა, მოკლე სახელურის მქონე ჩანთებია. ელიზაბეტი ყოველთვის Launer London -ის ფირმის ჩანთებს ატარებდა, ქეითი კი ექსპერიმენტების მოყვარულია. ძირითადად, მის გარდერობში ხვდება ბრენდები: Aspinal of London, Alexander McQueen, Mulberry, Manu Atelier, Aspinal… და რა თქმა უნდა, Channel.














