ქეით მიდლტონის დიზაინით გაფორმებული ულამაზესი ბაღი

    Chensea Flower Show Garden – ასე ჰქვია ყვავილების ულამაზეს ბაღს ლონდონში, რომელიც ქეით მიდლტონის მიერ არის გაფორმებული. ბაღი შეიქმნა კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა მოუწოდოს ადამიანებს, გამოვიდნენ გარეთ და მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ბუნებასთან.

    გუშინ, ქეითი უილიამთან და შვილებთან ერთად ესტუმრა ბაღს სადაც მათ თითქმის ერთი საათი გაატარეს: სეირნობდნენ ფეხშიშველები, ერთობოდნენ საქანელაზე და ათვალიერებდნენ ულამაზეს მცენარეებს.

    ქეითმა ბაღის გასალამაზებლად პრინცესა დიანას საყვარელი ყვავილები – თეთრი კესანები გამოიყენა. როგორც ცნობილია, პრინცესა დიანას ეს ყვავილები ბავშვობაში ძმამ აჩუქა და მას შემდეგ ძალიან უყვარდა.

    ქეითი და უილიამი ყველას მოუწოდებენ, რომ მეტი დრო გაატარონ გარეთ და იმედოვნებენ, რომ ეს ულამაზესი ბაღი ხელს შეუწყობს ადამიანების ბუნებასთან რეინტეგრირებას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი