Kenzo კორონა ვირუსით გარდაიცვალა

    იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა  COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც BBC იუწყება, ტაკადა  პარიზის ამერიკულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიზაინერი მთელი თავისი კარიერის მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა.

    როგორც WWD აღნიშნავს, Kenzo-ს ეტიკეტი 1993 წელს LVMH-მ 80,5 მილიონ დოლარად შეიძინა. ამის მიუხედავად, დიზაინერი წლების განმავლობაში განაგრძობდა Kenzo-სთან თანამშრომლობას და ამასთანავე სხვა მხატვრული საქმიანობითაც ეწეოდა.

    დიზაინერმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა ახალი ბრენდი, სახელწოდებით K三 (იგივე K3), რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი