კეტი და ორლანდო ერთი ფერის სამოსით გამოჩნდნენ

    გუშინ, ლოს ანჯელესში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე კეტი პერი და ორლანდო ბლუმი მწვანე ტანსაცმლით გამოჩნდნენ. ორლანდოს მუქი მწვანე პიჯაკი და შარვალი ეცვა, მის საცოლეს კი ოდნავ ღია ფერის მწვანე კაბა. ხელში კი წითელი ქლატჩი ეჭირა.

    ზოგადად, მწვანე ფერი სიცოცხლესთან, ზრდასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება. უცხოური პრესა წერს, რომ შესაძლოა ამ ჟესტის მიღმა რაიმე ფარული ჩანაფიქრი იმალება. ზოგი კი ამბობს, რომ მათ სურდათ დაემტკიცებინათ, რომ იდეალურად უგებენ ერთმანეთს.

    შეგახსენებთ, რომ წყვილი თებერვალში დაინიშნა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი