ქეით მოსს “ყოველთვის და ყველგან” ბრილიანტების ტარება სურს

    ქეით მოსს სამკაულები ტარება ძალიან უყვარს. Messika ბრიტანელი სუპერმოდელის ახალი თანამშრომლობაა ფრანგ იუველირთან, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. ნაკეთობა მოიცავს 70 გამორჩეულ, მაღალი დონის  სამკაულს, რომელიც დაყოფილია 11 კომპლექტად.

    კოლექციაში წარმოდგენილია Art Deco-ს ბაგეტებით მოჭრილი ბრილიანტის სამაჯურები და ბეჭდები, ფერადი ბრილიანტისა და მალაქიტის ყელსაბამები, ბოჰემური სტილის თავის სამკაულები. ნამუშევრები შთაგონებულია მოსის შთამბეჭდავი ანტიკური სამკაულების პირადი კოლექციით, რომელსაც იგი 90-იან წლებიდან, თავისი კარიერის დასაწყისიდან აგროვებს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი